23:43 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-07 16:50:23, 1735 ნახვა

სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა დასრულდა.

მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილების მისაღებად  სათათბიროდ გავიდა, თუმცა უცნობია, როდის გამოცხადდება განაჩენი. აღნიშნულის თაობაზე  მხარეებს მოსამართლის თანაშემწის მეშვეობით ეცნობება.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტებზე, რის შემდეგაც მხარეებმა რეპლიკის უფლებით ისარგებლეს.რეპლიკების დროს მსჯავრდებულმა გიორგი მამალაძემ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.მოგვიანებით ის პროცესზე დაბრუნდა და სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართა.ადვოკატებს იმედი აქვთ, რომ მეორე ინსტანციის სასამართლო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას შეცვლის და დეკანოზს უდანაშაულოდ სცნობს. საპირისპიროს ელოდება პროკურატუა.

პროკურორ ზვიად გუბელაძის თქმით, სასამართლომ მამა გიორგი მამსლაძე  დამნაშავედ უნდა სცნოს  პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის ანგარების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics