21:12 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-07 16:14:42, 2671 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპსა და ბარაკ ობამას მატყუარები უწოდა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ექს პრეზიდენტ ბარაკ ობამას მატყუარები უწოდა, - ამის შესახებ Hurriyetdailynews იუწყება.

როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ოფიციალური ვაშინგტონი არ ასრულებს დაპირებას, რომლის თანახმად ქურთულ სამხედრო ჯგუფებს ქალაქ მანბიჯიდან გასვლას აიძულებდა.

"აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ მოატყუა თურქეთი სირიაში, მემბიჯის რეგიონში ქურთ მებრძოლებთან დაკავშირებით და ახლანდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იგივე კვალს მიყვება. ტრამპმა გვითხრა, რომ მათ იქ დარჩენა არ შეუძლიათ და ევფრატის აღმოსავლეთით გადაინაცვლებდნენ. მაგრამ რასაც დაგვპირდა, არ შესრულდა“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთში ბევრი ლტოლვილია, რომლებსაც მანბიჯში, საკუთარ სახლებში დაბრუნება სურთ. მისივე ინფორმაციით, სამხედრო ოპერაცია, რომელსაც თურქეთი აფრინში ატარებს, შესაძლოა მანბიჯზეც გავრცელდეს.

ერდოღანის თქმით, ქურთულმა დაჯგუფებამ „სახალხო თავდაცვის ძალები“ აშშ-ზე იმედები არ უნდა დაამყარონ.

„თქვენ ვერ შეებრძოლებით თურქეთს იმის იმედით, რომ აშშ მხარს დაგიჭერთ. ეს უნდა იცოდეთ!“, - აღნიშნა ერდოღანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics