23:40 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-31 14:52:48, 2324 ნახვა

ეკონომიკა
მამუკა ხაზარაძე: მოვითხოვე, ქვეყანაში არაკონდიცირებული საწვავის შემოტანა აიკრძალოს

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ბიზნესასოციაციის წევრებსა და პრემიერ-მინისტრს შორის გამართულ შეხვედრას საინტერესოს უწოდებს.

მისი თქმით, კერძო სექტორის წარმომადგენლებს მიეცათ შესაძლებლობა, პრემიერისთვის გაეცნოთ ის საკითხები, რომლებსაც პრობლემურად მიიჩნევენ.

ასევე, ხაზარაძის თქმით, ობიექტურად აჩვენეს ის დადებითი მხარეები, რაც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირდა.

„საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო პრემიერთან და მის გუნდთან. ასევე შეხვედრას ესწრებოდა დედაქალაქის მერიც. წარვადგინეთ კვლევა, რომელიც ბიზნესასოციაციაში ჩატარდა. ობიექტურად ვაჩვენეთ ის დადებითი მხარეები, რაც ქვეყანაში მოხდა, ასევე ის გამოწვევები, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ერთ-ერთი ასეთი ძირითადი გამოწვევაა სასამართლო სიტუაცია საქართველოში. დადებითი ტენდენციებიც აღინიშნა, რომ მოხდა მოგების გადასახადის რეფორმა, საპენსიო რეფორმა და ასე შემდეგ“, -განაცხადა მამუკა ხაზარაძემ და დასძინა, რომ შეხვედრაზე დააყენა საკითხი, რომელიც ქვეყანაში ეკოლოგიურ მდგომარეობას უკავშირდება.

კერძოდ, ხაზარაძის განმარტებით, მან მოითხოვა, საქართველოში აიკრძალოს არაკონდიცირებული საწვავის შემოტანა.

„ეს ეხება დიზელის საწვავს, რომელიც არის ყველაზე დიდი გამომწვევი ქალაქებში, კერძოდ თბილისში ჰაერის დაბინძურების. 67% მოდის დაბინძურების საწვავზე. სწორად იქნა ეს აღქმული და დაგვპირდნენ, რომ გადაიჭირება ეს პრობლემა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ უახლოეს ხანებში ვიხილავთ საინტერესო და მკაცრ ნაბიჯებს ეკოლოგიის გაუმჯობესების მიმართულებით. ჩვენ უნდა ვაშენოთ ხარისხიანი ქვეყანა და ხარისხი პირველ რიგში იწყება იმით, რასაც ვსუნთქავთ და რასაც მივირთმევთ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics