15:01 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-29 13:45:21, 1604 ნახვა

საზოგადოება
აუდიტი - განათლების სამინისტროში დანამატების გაცემის პრაქტიკა ანაზღაურების სათანადო გამჭვირვალობას ვერ უზრუნველყოფს

განათლების სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებში სახელფასო დანამატები სხვადასხვა საფუძვლით გაიცემოდა, თუმცა დანამატის გაცემის შემთხვევაში, ზეგანაკვეთური მუშაობის ან/და განსაკუთრებული სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების შედგენა ორგანიზაციაში არ ხდებოდა, - ამის შესახებ აუდიტის სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, სამინისტროს სისტემაში თანამშრომლებზე სულ 2016 წელს „შრომის ანაზღაურების“ მუხლით 30,718,469 ლარის საკასო ხარჯია გაწეული, მათ შორის, დანამატი 6,514,701 ლარი, რაც „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეული საკასო ხარჯის 21%-ს შეადგენს.

"საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, დანამატის კატეგორია მოიცავს არასამუშაო საათებში, ღამის ცვლაში, სადღესასწაულო და დასვენების დღეებში მუშაობისათვის განკუთვნილ დამატებით საზღაურს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ სხვა დანამატს, მათ შორის, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის საზღაურს. დანამატების გაცემის არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების სათანადო გამჭვირვალობას, ვინაიდან ბრძანებები ზოგადია და არ არის სათანადოდ დასაბუთებული", - ნათქვამია ანგარიშში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics