02:03 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-24 14:21:55, 2373 ნახვა

კომენტარი
ადვოკატი: გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) ბრძოლისთვის მზადაა

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატმა გიორგი მახარაძემ გლდანის #8-ე საპყრობილი უკვე დატოვა.

როგორც ადვოკატმა დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი გიორგანაშვილი ბრძოლისთვის მზად არის.

"რაც ხდება გარეთ, ყველაფრის შესახებ მოვუყევი. საბრძოლო განწყობა აქვს. ფიქრობს, რომ ეს ბრძოლა გრძელდება და ეს ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებამდე მიგვიყვანს. ასეთი საბრძოლო განყობით ვაგრძელებთ მუშაობას სამართლებრივი კუთხითაც, სოციალური აქტივობის კუთხითაც", - განაცხადა გიორგი მახარაძემ.

შეგახსენებთ, რომ "ბახალას" გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების, ბუპრენორფინის შენახვის ბრალდებით 2017 წლის იანვარში დააკავეს.იგი წინასწარი პატიმრობიდან 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. გიორგი გიორგანაშვილი ბრალს არ აღიარებს და ამბობს,  რომ ნარკოტიკი ჩაუდეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics