12:42 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-23 20:33:27, 2236 ნახვა

პოლიტიკა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ, ბესელია მეორე ვადით აირჩიეს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, ეკა ბესელია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს.

„ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობის ქვეკომიტეტი, რომელშიც მეორე ვადით მივიღე მხარდაჭერა თავმჯდომარეობის თაობაზე, მნიშვნელოვანი ქვეკომიტეტია, რომელიც  ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე წევრი ქვეყნების მდგომარეობას აკონტროლებს. ამ მხრივ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს 2016 წლიდან  უკვე აქვს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების ზედამხედველობის ერთ-ერთი საუკეთესო მექანიზმი",- განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველო იმ ლიდერ ქვეყნებს შორისაა, რომლებსაც ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით, კარგი მაჩვენებელი აქვს.

„მეორე ვადით ჩემი თავმჯდომარეობა გამოყენებულ იქნება იმისთვის, რომ მოეწყოს სპეციალური განხილვები, მოსმენები, თუ როგორ სრულდება ეს გადაწყვეტილებებები არა მხოლოდ საქართველოს მაგალითზე, არამედ ევროსაბჭოს წევრი სხვა ქვეყნების მაგალითზეც",- აღნიშნა ეკა ბესელიამ. ​

ბესელია, ასევე მეორედ, ლორდ ბალფთან ერთად ვენეციის კომიისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოშიც აირჩიეს.

ეკა ბესელია პირველად ქვეკომიტეტის თავმჯდომარე 2016 წლის 26 იანვარს გახდა.

სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია 22 იანვარს დაიწყო და 26 იანვრამდე გაიმართება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
კალასი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics