00:12 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-13 13:32:11, 394 ნახვა

პოლიტიკა
ხადური: შეგახსენებთ 2012 წლის სექტემბერში NDI-ის იმავე მაჩვენებლებს და შემდეგ 1 ოქტომბერს დამდგარ შედეგს

„მე შეგახსენებთ 2012 წლის სექტემბერში NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ იმავე მაჩვენებლებს, შემდეგ 1 ოქტომბერს დამდგარ შედეგს“, - ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური NDI-ის გამოკითხვის შედეგებს, რომლის მიხედვითაც სამინისტროებს შორის ყველაზე ცუდი რეიტინგი ფინანსთა სამინისტროს აქვს.
„მოსახლეობის განწყობები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა იყოს აღმავლობის გზაზე და ვიმუშავებთ იმაზე, რათა კიდევ უფრო წარმატებული ღონისძიებები მოვაწყოთ, რომელიც საქართველოს წაადგება. მე უბრალოდ შეგახსენებთ, 2012 წლის სექტემბერში მახსოვს როგორი შედეგი დაიდო და მერე ვიცი, 1 ოქტომბერს რა შედეგიც იყო", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ცნობისთვის, NDI-ის კვლევების თანახმად, სამინისტროებს შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ფინანსთა სამინისტროს აქვს, რომლის საქმიანობას კარგად მხოლოდ 6% აფასებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics