16:53 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-22 16:57:31, 3036 ნახვა

მსოფლიო
კარლეს პუჩდემონი კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე წარადგინეს

კატალონიის ავტონომიის ყოფილი ხელმძღვანელი კარლეს პუჩდემონი კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზეა წარდგენილი.

ამის შესახებ კატალონიის ახლად არჩეული პარლამენტის სპიკერმა როჟე ტორენმა განაცხადა.

„მე კარლეს პუჩდემონის კანდიდატურას მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე წარვადგენ“, - განაცხადა როჟე ტორენმა გამართულ პრესკონფერენციაზე.

კატალონიის პარლამენტის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში მოლაპარაკებებს გამართავს ესპანეთის მთავრობის მეთაურთან მარიანო რახოისთან და თავად კარლეს პუჩდემონთან.

„მე მესმის პუჩდემონის პირადი და იურიდიული სიტუაცია, მაგრამ ვთვლი, რომ მას კანონიერი უფლება აქვს კანდიდატი იყოს“,– განაცხადა ტორენმა.

კატალონიის პარლამენტის პირველი სხდომა, რომელზეც კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელის კანდიდატურას განიხილავენ, 31 იანვარს გაიმართება. კანდიდატურის დასამტკიცებლად  ხმების აბსოლუტური უმრავლესობაა საჭირო. 

მანამდე, ესპანეთის პროკურატურამ სასამართლოს მიმართა და კატალონიის ყოფილი ლიდერის კარლეს პუჩდემონის ბრიუსელიდან კოპენჰაგენში გადასვლის შემთხვევაში დაპატიმრების ევროპული ორდერის გაცემა მოითხოვა. თუმცა, ესპანეთის პროკურატურის გაფრთხილების მიუხედავად, კატალონიის ყოფილი ლიდერი ბელგიიდან დანიაში გაემგზავრა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics