00:20 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-17 16:01:05, 1802 ნახვა

კომენტარი
ჯანელიძე: ჩვენი მიზანია, დეოკუპაციისა და შერიგების მეტი შესაძლებლობები გაჩნდეს

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ხურჩა-ნაბაკევის ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტების მიერ მავთულხლართების აღებას გამოეხმაურა.

როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, მთავრობა საერთაშორისო ფორმატების მეშვეობით ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დეოკუპაცია მოხდეს.

„ჩვენი მიზანია, რომ საერთაშორისო ფორმატების მეშვეობით, რომელიც მოქმედებს და ჩვენი პარტნიორების, იმ დიალოგისა და დისკუსიის მეშვეობით, რომელიც იმართება, მივაღწიოთ როგორც ბარიერების მოხსნას, ასევე დეოკუპაციას და მეტი შერიგების, ახალი შესაძლებლობების გაჩენას, როგორც ოკუპაციის ხაზს მიღმა მცხოვრებ ადამიანებთან, ასევე ზოგადად საზოგადოებებს შორის უფრო მეტი კონტაქტის თვალსაზრისით“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, ხურჩა-ნაბაკევის ტერიტორიაზე რუსმა ოკუპანტებმა მავთულხლართები 200 მეტრით გადაწიეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics