13:16 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-15 15:53:02, 1985 ნახვა

სამართალი
პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, ისაუბრეს თუ არა ლუცენკომ და გოგაძემ სააკაშვილის ექსტრადირებაზე

საქართველოს მთავარი პროკურუტურა პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძისა და უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს შეხვედრას ადასტურებს.

როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობა განიხილეს.

"საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. შეხვედრის ფარგლებში ის უკრაინის გენერალურ პროკურორს იური ლუცენკოს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ორი ქვეყნის პროკურატურებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების შესახებ ისაუბრეს. საქართველოს პროკურატურას მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან და ეს ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება”, - აცხადებენ პროკურატურაში.

ამასთან, არც ერთი ქვეყნის უწყება არ აკონკრეტებს იყო თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებაზე საუბარი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics