11:27 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-15 12:23:36, 1854 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიაში ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ნაცვლად, გარემოს დაცვის სამსახური იქმნება

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების  სამსახური გარემოს დაცვის სამსახურად გარდაიქმნება. ამის შესახებ თბილისის მერიის სტრუქტურული რეფორმის პრეზენტაციაზე ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

ახალი სამსახური არამარტო მწვანე ლანდშაფტური პოლიტიკის განსაზღვრის, მწვანე სივრცეების განვითარებისა და ახალი სარეკრეაციო ზონების შექმნის მიმართულებით იმუშავებს, არამედ აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ქალაქმშენებლობის პროცესში და კოორდინაციაში იქნება ურბანული განვითარების სამსახურთან, შეიმუშავებს ტყის მართვის პოლიტიკას, ასევე, უზრუნველყოფს მუნიციპალური ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვას და ნებართვების გაცემას.

„გამწვანების პოლიტიკა იქნება შემუშავებული და თითოეული აქტივობა, რომელსაც გარემოს დაცვის სამსახური განახორციელებს, იქნება წინასწარ გააზრებული და დაგეგმილი გადაწყვეტილების ჭრილში განხორციელებული მოქმედება. რაც მთავარია, მოხდება მუნიციპალური ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და მისი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ნარჩენების სეპარირების სისტემის ეტაპობრივი დანერგვა“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics