22:48 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-12 17:36:45, 2301 ნახვა

კომენტარი
მამა დავით ისაკაძე არ გამორიცხავს, ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით, გამოსვლები დაიწყოს

მამა დავით ისაკაძე ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის  შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, არ გამორიცხავს, გამოსვლები დაიწყოს.

როგორც მან მეცნიერებათა აკადემიაში ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით გაფართოებული შეხვედრის დასრულების  შემდეგ განაცხადა, ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით პოლიტიკა მკაცრი უნდა იყოს. მამა დავით ისაკაძის აზრით, ავტორებმა კანონპროექტი უკან უნდა გაიწვიონ:

"ეს არის დანაშაული, რომელიც უამრავ ადამიანს დაღუპავს სულიერად და ფიზიკურად და არის ჩვენთვის მიუღებელი. ეს კანონპროექტი მიუღებელია. უნდა გაიწვიონ ეს კანონპროექტი და უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანების დაჭერას კი არა, არამედ დახმარებას. ხოლო ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით უნდა იყოს მკაცრი პოლიტიკა",-აღნიშნა მამა დავით ისაკაძემ.

მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივით მეცნიერები, ნარკოლოგები, სასულიერო პირები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები  "ნარკოპოლიტიკის რეფორმის“ ავტორებსა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.



ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics