10:22 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-10 16:40:21, 1817 ნახვა

სამართალი
შსს-მ ზვიად კუპრავაზე თავდასხმის ბრალდებით, 1 პირი დააკავა

„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელ ზვიად კუპრავაზე თავდასხმის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურში განუცხადეს:

„პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული გ. დ.  ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს“, - აცხადებენ შსს-ში

შეგახსენებთ, დღეს, გამთენიისას, ზვიად კუპრავას თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. თავდასხმის დროს დაშავდა მისი მეუღლეც, რომელსაც ხელი აქვს მოტეხილი.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics