21:13 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-09 15:41:05, 1813 ნახვა

კომენტარი
ადვოკატი - ხორავაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში კიდევ ერთი დაჭრილია, თუმცა უცნობია, ვის მიერ მოხდა დაჭრა

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, ერთ-ერთი არასრულწლოვანის გ.ჯ-ს ადვოკატის, ეკა მაჭარაშვილის განცხადებით, საქმეში კიდევ ერთი დაჭრილი ფიგურირებს, თუმცა გამოძიებას არ დაუდგენია პირი, რომელმაც მათ ჭრილობა მიაყენა.

"საქმეში არის კიდევ ერთი დაჭრილი, თუმცა არაა ცნობილი, ვის მიერ მოხდა დაჭრა. ჩვენ ვამბობთ, რომ გამოძიება არ არის ეფექტურად ჩატარებული", - აღნიშნა ადვოკატმა და დასძინა, რომ სასამართლო სამედიცინო დასკვნიდან გამომდინარე ლოგიკურია, რომ საქმეში ორზე მეტი დანა ფიგურირებს.

"გარდაცვლილს მიყენებული აქვს იმაზე მეტი ჭრილობა და განსხვავებული ზომისა და სიღრმის ჭრილობა, ვიდრე წარმოდგენილი დანებია. ლოგიკურია, კითხვა, რომ საქმეში ფიგურირებს იმაზე მეტი დანა, ვიდრე გამოძიება საუბრობს", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქმეში არსებული მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ასევე, დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის შუამდგომლობასაც დააყენებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics