19:42 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-05 15:55:15, 2062 ნახვა

კომენტარი
მექა ხანგოშვილი: ჩატაევის თანამებრძოლები 2 წლის განმავლობაში ქვეყანაში ლეგალურად შემოდიოდნენ

პანკისის ხეობის ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლის მექა ხანგოშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დასახელებული პირები, რომლებიც წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ, დაახლოებით 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდნენ.

როგორც ხანგოშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად იმყოფებოდნენ.

„პირადად მე ამ კადრებმა არაფერი არ მომცა. არანაირი რეალური მტკიცებულება აქ არ არის. იბრაგიმ ადაშევი და ჩატაევის თანამებრძოლები ორი წლის განმავლობაში შემოდიოდნენ საქართველოში ლეგალური გზით. როგორც ტურისტი აცნობდნენ თავს, პანკისის ხეობაში ბევრჯერ იყვნენ და ასე შემდეგ, ანუ, თავისუფლად გადაადგილდებოდნენ საქართველოს მხარეში. ამ ადამიანებთან ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის მეც, ჩემს კართან, რომ მოსულიყვნენ და დაეკაკუნებინათ, მათ შუბლზე არ აწერიათ რომ ინტერპოლით არიან ძებნილები და ტერორიზმში თანამონაწილე, თუ მართლა ასეთები იყვნენ სახელმწიფოს უსაფრთხოების ზომები უნდა დაეცვა და ისინი ქვეყანაში არ უნდა შემოეშვა“, - განაცხადა მექა ხანგოშვილმა.

ამასთან, პანკისის ხეობის უხუცესების ნაწილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს უნდობლობას უცხადებენ.

"ეს არის დადგმული და შეთითხნილი ამბავი. ტყეში გვაჩვენეს წაქცეული ხე იყო - აი აქ ამოვიღეთ დამარხული იარაღიო. ამას პანკისის ხეობაში არავინ დაიჯერებს. ვერ დავიჯერებთ რომ ძალოვნებმა იმის გამო ესროლეს, რომ თვითონაც აპირებდა სროლასო. ტელეფონით ელაპარაკებოდა მეგობარს და მაგ დროს შევარდნენ ოთახში. ტელეფონი დაინახეს და ალბათ ყუმბარა ეგონათ. ეგ სპეცრაზმელი არ უნდა მუშაობდეს უწყებაში რადგან ჩანს რომ მკვლელია", - განაცხადა უხუცესთა საბჭოს წევრმა პლატონ გუნაშაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics