07:09 - 26 Jun, 2026
|
2017-12-27 14:06:29, 3133 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვში მძევლები ფაბრიკა „მენშევიკის“ ყოფილმა დირექტორმა აიყვანა
პირი, რომელმაც მოსკოვში, ფაბრიკა „მენშევიკში“ მძევლები აიყვანა, აღნიშნული ფაბრიკის ყოფილი დირექტორია. როგორც ილია ავარიანოვმა რადიოსადგურ Business FM-ს განუცხადა, სამხრეთ-აღმოსავლეთ მოსკოვის ოლქის პროკურორებმა მას ფაბრიკა უკანონოდ ჩამოართვეს. "ყალბი დოკუმენტებით ფაბრიკა ჩამომართვეს, გამაკოტრეს. მე რვა შვილი მყავს. იცით, უკვე ოთხი წელია ვიბრძვი, ისინი კი ყიდულობენ ადამიანებს და ყალბი დოკუმენტებით მუშაობენ", - განაცხადა ფაბრიკა "მენშევიკის" ყოფილმა დირექტორმა. ავარიანოვი ამბობს, რომ ესროლა იმას, ვინც ამ საქმეში გახვეული იყო. შეგახსენებთ, სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ადგილზე პოლიცია და სპეცრაზმია მობილიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)