07:10 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-26 10:11:03, 2517 ნახვა

მსოფლიო
„მივდივარ სასამართლოზე და ვეპატიჟები იქ ყველას“ - დღეს კიევში სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებას არ აქვს კანონიერი უფლება მისი ექსტრადირება განახორციელოს, - ამის შესახებ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც სააკაშვილმა განმარტა, კანონმდებლობით იკრძალება უკრაინის მუდმივი მცხოვრებლის ექსტრადირება.

"უკრაინის ხელისუფლებას არ გააჩნია არანაირი კანონიერი ბერკეტი უკრაინის მუდმივი მცხოვრებლის ექსტრადირებისთვის. ასეთი სტატუსით მე უკრაინული და საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით ვსარგებლობ. ნებისმიერი ქმედება, ექსტრადირების მიმართულებით, იუსტიციის მინისტრს და მის ხელმძღვანელს სისხლის სამართლის დამნაშავეებად აქცევს. დღეს, კიევის საოლქო ადმინისტრაციულ სასამართლოში 13:30 საათზე, განიხილება ჩემი საქმე, რომელიც ეხება უკრაინის ხელისუფლების სურვილს უარი მითხრას „დროებითი დაცვის“ სტატუსზე და შექმნას პირობები ქვეყნიდან ჩემი გაძევებისთვის. მივდივარ სასამართლოზე და ვეპატიჟები იქ ყველას, ვისთვისაც უკრაინაში სამართლიანობის საკითხი სულერთი არ არის", - წერს ყოფილი პრეზიდენტი. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics