20:00 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-26 09:41:45, 1904 ნახვა

საზოგადოება
ილია მეორე: ჩემი გაგებით ოპოზიცია არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უნდა აკრიტიკოს

„მე გთხოვთ, როგორც  თქვენი მოძღვარი, ვაკეთოთ ყველამ სასარგებლო ჩვენი ქვეყნისათვის“,-ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა.

„მე ალბათ სხვანაირად მესმის ოპოზიცია. ჩემი გაგებით, ოპოზიცია არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უნდა აკრიტიკოს – მთავრობის დადგენილება თუ განჩინება. ოპოზიცია უნდა დაეხმაროს ხელისუფლებას. რაც გამორჩა კეთილი, სასარგებლო ერისათვის, ქვეყნისათვის, იმის შეხსენებას უნდა ეცადოს ოპოზიცია. პატივისცემა მთავრობისა და მთავრობას უნდა ჰქონდეს პატივისცემა ოპოზიციისა. მე მომისმენია ერთ-ერთი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვები, მეო არ მყავს ოპოზიციაო, მაშ, როგორა ხართ მეთქი და ყველა ვაკეთებთო. მე გთხოვთ, როგორც თქვენი მოძღვარი, ვაკეთოთ ყველამ სასარგებლო ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი ეკლესიისათვის. იდგეს ხალხის საკეთილდღეოდ. ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ერთსულოვნება სუფევდეს. ღმერთმა დალოცოს ხელისუფლება, პარლამენტი და ოპოზიცია. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო“, – აღნიშნა პატრიარქმა.

უწმინდესის მიმართვა Facebook-ით გავრცელდა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics