16:53 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-25 19:16:48, 1877 ნახვა

კომენტარი
დავითაშვილი: ბევრი მავნებელი გვყავს, მაგრამ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიღება რისკის ქვეშ არ დგას

„აზიური ფაროსანას გარდა, ჩვენ დღეს ბევრი სხვა მავნებელიც გვყავს, მაგრამ ამის გამო სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიღება რისკის ქვეშ არ დგას“, - ამის შესახებ გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ექსპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში, მოსახლეობა მოსავლის გადარჩენას შეძლებს.

„როდესაც არსებობს ასეთი ტიპის მავნებელი, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ აღარ გვეყოლება. მეცნიერები ამაზე მსჯელობენ, რომ ეს იქნება ჩვენი სოფლის მეურნეობის ნაწილი, თუმცა  უნდა მოვახდინოთ  მისი გაკონტროლება და მაქსიმალურად შევამციროთ მისი ზიანი სასოფლო სამეურნეო კუთხით. ჩვენ დღეს ბევრი სხვა  მავნებელიც  გვყავს, მაგრამ ამის გამო სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიღება რისკის ქვეშ არ დგას. რა თქმა უნდა მოსახლეობა, ფერმერები ატარებენ სწორ ღონისძიებებს, რაც უკავშირდება მავნებელთან ბრძოლას  და მცენარეების დაცვას. შესაბამისად, მოსავლის გადარჩენას ახერხებენ.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ რეკომენდაციების სწორად გამოყენების პირობებში, მიუხედავად იმისა, რომ  მავნებელი საკმაოდ რთულია, თავისი ბიოლოგიით, მოსახლეობა 2018 წელსაც  შეძლებს მოსავლის მიღებას და გადარჩენას. მაგალითად, შემიძლია გითხრათ, რომ  მანდარინის მოსავალის აღება   ძალიან წარმატებით მიმდინარეობს. მანდარინის მოსავლის  აღების და დაბინავების შესახებ  სპეკულაცია არაერთხელ მოვისმინეთ, რომ ფაროსანამ მთლიანად გაანადურა, მაგრამ ეს იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო ინფორმაცია“,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics