20:00 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-25 10:36:01, 1721 ნახვა

საზოგადოება
ტურისტული-საინფორმაციო ცენტრები ტურისტებს აჭარაში მოგზაურობას უმარტივებენ

მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული-საინფორმაციო ცენტრები  84 019 უცხოელ ვიზიტორს მოემსახურა. წლის განმავლობაში რეგიონში მდებარე 9 ცენტრში უცხოელ ვიზიტორებს რეგიონის ტურისტული პროდუქტების, ღირსშესანიშნაობებისა და ობიექტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეეძლოთ.

„ჩვენი ტურისტული-საინფორმაციო ცენტრები გამორჩეულია თავისი სერვისებით.  ჩვენთან ტურისტს შეუძლია მიიღოს ყველა ტიპის ინფორმაცია რაც ტურიზმს, რეგიონში დასვენებასა და მოგზაურობას უკავშირდება. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ტურისტული ობიექტები, ღირსშესანიშნაობები, მარშრუტები თუ ტრანსპორტის საშუალებები. ჩვენ აქტიურ ტურისტულ სეზონზე 24 საათის განმავლობაში და ზოგადად, მუდმივად ვცდილობთ ტურისტებს გავუმარტივოთ რეგიონში მოგზაურობა და რაც მთავარია, შევაყვაროთ მათ ჩვენი რეგიონი. ამისთვის მუდმივად ხდება ინფორმაციების განახლება და თანამშრომლების გადამზადება, რაც საბოლოო ჯამში მაღალ სერვისსა და  კმაყოფილ ტურისტებში აისახება“ აცხადებს საინფორმაციო-ტურისტული ცენტრების ხელმძღვანელი მაია მიქაშავიძე.

აჭარაში ტურისტული-საინფორმაციო ცენტრები განთავსებულია ხუთივე მუნიციპალიტეტში და ბათუმში. ქალაქში ის ტურისტებს საბაგიროსთან, ბულვარში, ბათუმი ცენტრალში, აეროპორტსა და სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ემსახურება.

 

(NS)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics