20:00 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-25 10:33:26, 1747 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი გრიგორიანული კალენდრით მოქმედი კონფესიების წარმომადგენლებს შობას ულოცავს

 საქართველოს პრეზიდენტმა შობის დღესასწაული გრიგორიანული კალენდრით მოქმედი კონფესიების წარმომადგენლებს მიულოცა.

„გულითადად გილოცავთ შობას ყველას, ვინც დღეს ზეიმობთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს.

მაცხოვრის შობა ჩვენი თავისუფლებისა და განახლების მაუწყებელია. სხვათა თავისუფლებისათვის თავგანწირვა ქრისტეს ცხოვრების არსია. სწორედ ამ უზენაესი ზნეობრივი, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ფასეულობის ჩვენ ყოველდღიურობაში გასაძლიერებლად  მომდევნო, 2018 წელი თავისუფლების წლად გამოვაცხადე.

მჯერა, რომ ყველამ ერთად უნდა შევასხათ ხორცი თანამედროვე საქართველოს უმთავრესი შემოქმედის, ილია ჭავჭავაძის ხედვას თავისუფალი საქართველოსი, როგორც მშვიდობის-მყოფელი სავანის და სინდისის თავისუფლების ადგილისა ყველასათვის. ვუერთდები თქვენ სიხარულს.

დაე, თავისუფლებისადმი რწმენის ამ დიდმა დღესასწაულმა სიყვარული და მშვიდობა მოიტანოს თქვენ ოჯახებსა და ჩვენ სამშობლოში“,-ნათქვამია პრეზიდენტის მისალოც წერილში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics