17:40 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-22 12:47:00, 2227 ნახვა

საზოგადოება
კვლევა: მხოლოდ სამი სააგენტო EPN, IPN და PIA მიუთითებს მასალაზე, რომ იგი ხელმომწერის მიწოდებულია, ყველაზე თანმიმდევრული კი EPN-ია

მედიის განვითარების ფონდის ანგარიშში-„მედიის ფინანსური გამჭვირვალობა 2017“ საუბარია ონლაინ მედიაში დაფინანსებული ინფორმაციის განთავსების ფორმებზეც.

როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, კვლევის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ხდებოდა დაკვირვება 1) თუ როგორია დაფინანსებული მასალების მოცულობა და თემატიკა ონლაინ მედიაში. 2) რამდენად აქვს შესაძლებლობა მომხმარებელს ერთმანეთისგან გამიჯნოს დაფინანსებული და სარედაქციო მასალები; 3) რა გავლენას ახდენს საბიუჯეტო კონტრაქტები გავლენას გაშუქების შინაარსზე.

ანგარიშის თანახმად, კვლევისას გამოვლინდა, რომ სარეკლამო და დაფინანსებული მასალების სარედაქციოსგან გამიჯვნის მკაფიო და თანმიმდევრული სტანდარტები ონლაინ მედიაში არ მოქმედებს.

მათივე ცნობით, მხოლოდ სამი სააგენტო IPN, PIA და EPN უთითებს მასალაზე, რომ იგი ხელმომწერის მიწოდებულია, ნიშნით NS (News from subscriber - ხელმომწერის ინფორმაცია).

„ამ მხრივ ყველაზე თანმიმდევრული EPN-ია, ხოლო IPN-ის და PIA-ს შემთხვევაში ყველა მასალაზე ასეთი მითითების გაკეთება არ ხდება.  სხვა სააგენტოები თბილისი 24, NSP, Newspress, Ipress და Prime-Time-ს ონლაინ გამოცემა, დაფინანსებული შინაარსის რაიმე ფორმით მითითებას საერთოდ არ ახდენენ“,-აღნიშნულია ანგარიშში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics