05:36 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-21 20:25:27, 2616 ნახვა

მსოფლიო
აშშ-მა რამზან კადიროვი „შავ სიაში“ შეიყვანა

ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მაგნიტსკის „შავ სიაში“ შეიყვანა.

უწყებაში განმარტავენ,  რომ ისინი კადიროვს "სასამართლოს გარეშე დასჯაში, წამებაში და ადამიანის უფლებების სხვა სერიოზულ ფაქტებზე პასუხისმგებლად" მიიჩნევენ.

კადიროვის გარდა "შავ სიას", სადაც უკვე 49 გვარი ფიგურირებს, რუსეთის კიდევ 5 მოქალაქე შეემატა. აიუბა კატაევას, იულია მაიოროვას, ანდრეი პავლოვს და ალეკსეი შეშენინს  ამიერიდან აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ. განკარგულება ძალაში დღეიდან შედის.

„მაგნიტსკის კანონი“ ამერიკაში 2012 წელს მიიღეს. ეს იყო  ამერიკის რეაქცია საკონსულტაციო კომპანია Firestone Duncan-ის რუსი აუდიტორის, სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალებაზე, რომელმაც გამოაქვეყნა სქემა, თუ როგორ ხდებოდა რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების დატაცება. სასანქციო ჩამონათვალში მოხვედრილ პირებს ეკრძალებათ ამერიკაში ჩასვლა და მათი აქტივები ამ ქვეყნის ტერიტორიაზე იყინება.

ანალოგიური კანონი მოქმედებს კანადაში, ხოლო ევროკავშირმა  მიიღო  რეზოლუცია, რომელიც ეროვნულ ხელისუფლებებს რეკომენდაციას აძლევს, მიიღონ სპეციალური ზომები „მაგნიტსკის სიაში“ მოხვედრილი პირების წინააღმდეგ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics