17:41 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-21 19:48:54, 2158 ნახვა

საზოგადოება
კახაბერ გვანცელაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე ბავშვთა აღზრდისა და განათლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და სამოქმედო გეგმა გააცნო.

შეხვედრა ნაძალადევის მედიათეკაში გაიმართა და მას ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა.

მერიის ინფორმაციით, სამოქმედო გეგმის წარდგენის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მსჯელობა ძირითადად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების აუცილებლობას, საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწასა და ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას ეხებოდა.

შეხვედრაზე ხაზი მსგავსი სამუშაო დისკუსიების გამართვის მნიშვნელობას გაესვა, რაც სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის განვითარებისთვის აუცილებელია.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics