17:39 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-21 10:56:09, 1870 ნახვა

საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ჩინეთში შეხვედრები გამართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი სამანიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის პროვინციის ქალაქ იბინში (Yibin) გამართულ გამოფენა-ფორუმში "China international Spirits Culture Festival 2017” მონაწილეობდა, სადაც საქართველო, საფრანგეთთან ერთად, საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის, სიჩუანის პროვინციის გუბერნიისა და ჩინეთის ალკოჰოლური სასმელების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა, აბრეშუმის გზის პროექტ - "ერთი გზა ერთი სარტყელი"-ს ფარგლებში.

უწყების ინფორმაციით, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ფორუმზე სიტყვით გამოვიდა, ასევე მონაწილეობდა პანელურ დისკუსიებში.

გიორგი სამანიშვილმა ღონისძიების მონაწილეებს ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და მისი მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრების მიზნით განხორციელებული მარკეტინგული აქტივობების შესახებ გამოცდილება გაუზიარა.

ვიზიტის ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ შეხვედრები  სიჩუანის პროვინციის ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ადგილობრივ კომერციულ პირებთან გამართა, სადაც განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

აღინიშნა, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო 2018 წელსაც გააგრძელებს აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს ამ ქვეყანაში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის მიზნით.

ჩინეთი რჩება ქართული ღვინის საექსპორტო სტრატეგიულ ბაზრად.  მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 6,73 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 38%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებს. ჩინეთი, ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში მესამე ადგილს იკავებს.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics