17:40 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 14:34:15, 1758 ნახვა

საზოგადოება
2018 წლიდან წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატები გაიზრდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატი მიხეილ ჩხენკელი მიიჩნევს, რომ განათლების პროცესში უმთავრესი როლი პედაგოგს აკისრია.

შესაბამისად, მათთვის კვალიფიკაციის ასამაღლებლად ყველა პირობას შეიქმნება და  ორიენტირებული იქნება არა მხოლოდ თეორიაზე, არამედ პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე.

პროფესიული განვითარების მოტივაციის ამაღლების მიზნით, მინისტრის თქმით, 2018 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზრდება წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატები. ამასთან, მინიმუმამდე დავა ბიუროკრატიული პროცედურები,  რათა მასწავლებლებმა დრო მთლიანად პროფესიულ განვითარებას დაუთმონ.

„ამავდროულად, უწყვეტ რეჟიმში და კომპლექსურად  განხორციელდება პედაგოგთა კვალიფიკაციის მონიტორინგი. დაიხვეწება შიდა და გარე შეფასების მექანიზმი, რომლის მიზანია საუკეთესოთა გამოვლენა და სათანადო დაფასება“, - განაცხადა ჩხენკელმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics