07:38 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-16 15:48:55, 3246 ნახვა

მსოფლიო
ბელგიის პროკურატურის ინფორმაციით, ისლამისტები სამართალდამცავების ლიკვიდაციას გეგმავდნენ

„ბელგიაში, ქალაქ ვერვეში ისლამისტთა ჯგუფი,  ქუჩებში და პოლიციის განყოფილებებში სამართალდამცავების ლიკვიდაციას  გეგმავდა“,-ამის შესახებ ბელგიის პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე ინფორმაციით, ბელგიის მთავრობის მიერ, ათეულობით განხორციელებული რეიდის შედეგად, ისლამურ დაჯგუფებასთან კავშირში ბრალდებული 13 ადამიანი დააკავეს, ხოლო ორი მოკლეს.
ბელგიის პროკურატურის ცნობით, ეჭვმიტანილთა საცხოვრებელ სახლებში, ჩხრეკის შედეგად,  აღმოაჩენილია ოთხი კალაშნიკოვის ტიპის АК-47  ავტომატი, 4 სხვა ტიპის იარაღი, პოლიციის ფორმები, რადიო გადამცემები და ყალბი საბუთები.   
მათივე ცნობით, აღნიშნულმა ნივთებმა და საბუთებმა, პროკურატურას გაუჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ დაკავებული ჯგუფის წარმომადგენლები პოლიციელებზე თავდასხმისთვის  ემზადებოდნენ.
პოლიცია, ასევე,  ცდილობს დაადგინოს იმ ორი ეჭვმიტანილის ვინაობა, რომლებიც ქალაქ ვერვეში ჩატარებული რეიდების დროს,  სამართალდამცავების მიერ არიან მოკლულნი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics