|
2017-12-19 17:44:26, 1793 ნახვა
საზოგადოება
ტრეფიკინგთან ბრძოლის ქართული მოდელი ეუთო-მ სანიმუშო მექანიზმად მიიჩნია
იუსტიციის სამინისტროში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბროლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე უძღვებოდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა სისხლის სამართლის კოდექსსა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი განიხილეს და აგრეთვე, სახელმძღვანელო პრინციპები, რომლებიც საზღვარზე მომუშავე პერსონალისა და საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლებისთვისაა განკუთვნილი. უწყების ცნობით, ღონისძიება ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბროლის უწყებათაშორისი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ტრეფიკინგთან ბრძოლა იყო და რჩება საქართველოს ხელისუფლებისა და უწყებათაშორისი საბჭოს პრიორიტეტულ მიმართულებად. ალექსანდრე ბარამიძის თქმით, ამ კუთხით გატარებული კოორდინირებული და თანმიმდევრული პოლიტიკისა და იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით გატარებული წარმატებული რეფორმების შედეგია ის, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2017 წლის ანგარიშით საქართველო ტრეფიკინგთან მებრძოლი ქვეყნების პირველ კალათაშია. ალექსანდრე ბარამიძის თქმით, საქართველოს პოლიტიკას ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით დადებითად აფასებს „ODIHR“. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ოფისმა ქართული მოდელი ერთ-ერთ სანიმუშო რეფერალურ მექანიზმად მიიჩნია და გადაწყვიტა მისი გამოყენება საუკეთესო პრაქტიკის ამსახველ სახელმძღვანელო დოკუმენტში. სახელმძღვანელოს მომზადების პროცესში სპეციალური მოწვევით ჩაერთვებიან იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები. ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბროლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების შუალედური ანგარიშის მომზადების პროცესზეც იმსჯელეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, საბჭოს წევრები. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო საბჭო უწყებათაშორისი ორგანოა, რომლის მიზანია ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა, მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვა. ამ საქმიანობას საბჭო საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო სექტორთან, ტრეფიკინგის პრობლემებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ახორციელებს. ის მონიტორინგს უწევს, აგრეთვე, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ქვეყანაში არსებულ სიტუაციას. (NS)
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)