|
2017-12-19 14:11:19, 1964 ნახვა
საზოგადოება
ელექტრონულ რეცეპტზე გადასვლა 2018 წლიდან სავალდებულო გახდება
ელექტრონულ რეცეპტებზე გადასვლა 2018 წლიდან სავალდებულო გახდება. როგორც „ექსპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ფორმა N3 რეცეპტის ქაღალდის მატარებელი ელექტრონული ფორმით შეიცვლება. რეფორმა პირველ ეტაპზე თბილისის მასშტაბით განხორცილედება, ეტაპობრივად კი მთელს საქართველოს მოიცავს. პროექტი დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კლინიკების წარმომადგენლებს გააცნო. მინისტრის განცხადებით, ეს იქნება სელექციური კონტრაქტირების კიდევ ერთი კრიტერიუმი. მისივე თქმით, სამინისტრო ხელშეკრულებას გააფორმებს მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებებთან, რომლებიც ელექტრონულ სისტემაში ჩაერთვებიან. ჯანდაცვის სამინისტროს ამ რეფორმას უკვე შეურთდა სამედიცინო კორპორაცია ევექსი. პროექტის ფარგლებში ყველა მსხვილი ქსელური ფარმაცევტული კომპანიისა და 15-მდე კერძო აფთიაქის წარმომადგენლები ელ-რეცეპტების სისტემას გაეცნენ. ტრენინგი თბილისის მასშტაბით 1000-ზე მეტ ექიმს ჩაუტარდა. შეიქმნა სახელმწიფო ელ-რეცეპტების სისტემის გამოყენების ელექტრონული და ვიდეო ინსტრუქციებიც. ელექტრონული რეცეპტების ელექტრონული სისტემა დაიხვეწა და მომხმარებელზე მეტად მორგებული გახდა. ექიმებისთვის ტრენინგის ჩატარება რეგიონებშიც დაგეგმილია. დღეისათვის ელექტრონული რეცეპტების სახელმწიფო სისტემაში თბილისის მასშტაბით 1000-ზე მეტი ექიმი და 500-მდე სააფთიაქო დაწესებულებაა რეგისტრირებული. ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ელექტრონული ჯანდაცვის დანერგვის მიმართულებით. ბავშვზე ზრუნვის პროგრამები, რომლებსაც სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს ელექტრონულ სისტემაზე გადავიდა. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა 0-6 წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო ჩანაწერების ელექტრონულ მოდულზე, რაც ამ ასაკობრივი ჯგუფის ზრდისა და განვითარების მიმართულებით მუდმივი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. (NS)
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)