|
2017-12-17 10:16:21, 2085 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: უმრავლესობაში ორი დამატებითი ფრაქცია წლის ბოლომდე შეიქმნება
„მოვისმინეთ სპეკულაციები, რომლებსაც არავითარი საფუძველი არ აქვს",-ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უმრავლესობაში დამატებითი ფრაქციების შექმნას. ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ უმრავლესობაში დამატებით ორი ფრაქციის შექმნის შესახებ კონსულტაციები ჯერ კიდევ საშემოდგომო სესიის დროს დაიწყო. კობახიძის განცხადებით, აღნიშნული უმრავლესობაში მენეჯმენტის რაციონალიზაციას ემსახურება. "ჩვენ მოვისმინეთ გარკვეული სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა შემიძლია გითხრათ, დაგიდასტუროთ, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები დაიწყო ჯერ კიდევ საშემოდგომო სესიის დროს. ჩვენ ვსაუბრობდით ორი დამატებითი ფრაქციის შექმნაზე იმისათვის, რომ უფრო მარტივად განხორციელდეს მენეჯმენტი უმრავლესობის შიგნით. ეს ემსახურება მენეჯმენტის რაციონალიზაციას უმრავლესობაში და ამ მიზნით საუბარია დამატებით ფრაქციების შექმნაზე. მოვისმინეთ სპეკულაციები, რომლებსაც არ აქვთ არავითარი საფუძველი, ეს შემიძლია ძალიან თამამად გითხრათ",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე განმარტებით, ფრაქციები წლის ბოლომდე შეიქმნება. "ამას არ სჭირდება პლენარული სხდომა, ესაჭიროება ბიუროს სხდომაზე დამტკიცება, შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე უკვე შეიქმნება ორი დამატებითი ფრაქცია საპარლამენტო უმრავლესობაში. კონსულტაციები, უკვე შემდგარია, მიღებული გვაქვს პრინციპული გადაწყვეტილება ფრაქციების შექმნასთან დაკავშირებით, შემადგენლობასთან, ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით და ამის საუძველზე მიიღება უკვე საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს მიერ",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)