|
2017-12-13 11:51:20, 1884 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქს ორი ახალი - N54 და N64 მარშრუტი ემატება
„მოსახლეობის სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, დედაქალაქს ორი ახალი - N54 და N64 მარშრუტი ემატება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, თბილისში არსებობს კონკრეტული უბნები, სადაც მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ ემსახურება, ან ლოდინი დიდი ხნის განმავლობაში უწევთ. „მესმის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით სერიოზული პრობლემაა. მხედველობაში მაქვს არსებული ყვითელი ავტობუსების პარკი, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. შესაბამისად, დაგეგმილი გვაქვს ახალი, ევროპული ტიპის ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების შემოყვანა და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, გვინდა, ყვითელი ავტობუსების პარკი სრულად ჩავანაცვლოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, სანამ ახალი ავტობუსების შემოყვანა და არსებული პარკის განახლება მოხდება, დედაქალაქის კონკრეტულ უბნებში მცხოვრები მოსახლეობისთვის გადაადგილება მაქსიმალურად კომფორტული უნდა გახდეს. „ახალი, N54 მარშრუტი ემატება, რომელიც მგზავრებს დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონიდან უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით, დავით აღმაშენებლის ხეივნის, მარშალ გელოვანისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის გავლით მოემსახურება. აღნიშნული მარშრუტი დიდი დიღმის მოსახლეობასა და მარშრუტის გზასავალზე მომლოდინე მგზავრებს საშუალებას მისცემს, საბურთალო-ვაკის ტერიტორიის ნაწილსა და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს მოკლე დროში დაუკავშირდნენ. ასევე, სოფელი ახალდაბის მოსახლეობის სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მოხდება N82 ავტობუსის დამატება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის განცხადებით, ასევე, იხსნება ახალი, N64 მარშრუტი, რომელიც სიმონ ჩიქოვანისა (ხილიანის დასახლება) და მის მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ მოქალაქეებს მომსახურებას რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის გავლით, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გაუწევს. (NS)
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)