01:21 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-12 18:26:20, 2652 ნახვა

მსოფლიო
„მზად ვარ რისკზე წავიდე“ - კარლეს პუჩდემონი შესაძლოა ესპანეთში დაბრუნდეს

კატალონიის ყოფილი მეთაურის კარლეს პუჩდემონის განცხადებით, ის სამშობლოში იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ 21დეკემბრის არჩევნებში დამოუკიდებლობის მომხრე პარტიები გაიმარჯვებენ, - ამის შესახებ El Mundo იუწყება.

როგორც პუჩდემონმა აღნიშნა, ის მზად არის რისკზე წავიდეს.

"მინდა კატალონიაში 21 დეკემბრამდე დავბრუნდე, სანამ არჩევნები ჩატარდება, თუნდაც იმისათვის, რომ ხმის მიცემის უფლება გამოვიყენო. მგონია, რომ ესპანეთში დაბრუნების შემდეგ, არსებული ორდერის მიუხედავად, არ დამაკავებენ, რადგან მოსახლეობის ხმებს უფრო მეტი წონა აქვს, ვიდრე ხელბორკილებს. ამასთან, ვიცი, რომ არჩევის შემთხვევაში მთავრობას ვერც ბრიუსელიდან და ვერც ციხიდან ვერ ჩავიბარებ. თუმცა, თუ საჭროება მოითხოვს, მზად ვარ რისკზე წავიდე", - განაცხადა პუჩდემონმა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ კატალონიაში ვადამდელი არჩევნები დანიშნა. არჩევნები 21 დეკემბერს ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც კატალონიაში დამოუკიდებლობის ე.წ რეფერენდუმი ჩატარდა, რის შემდეგაც მადრიდმა კატალონიის მთავრობა გადააყენა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics