22:41 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-09 11:29:17, 2452 ნახვა

სამართალი
შსს-მ უკანონოდ გაჩეხილი წიწვოვანი ჯიშის ხეები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ჯ.ს. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე ამხილეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ახალციხის რაიონის სოფელ წნისთან, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს ავტომანქანა, რომელშიც წიწვოვანი ჯიშის ნორჩი ხეები და ტოტები აღმოჩნდა. ჯ.ს.-მ მათი კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა.

გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 303-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას, ორ წლამდე ვადით გამასწორებელ სამუშაოს ან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას).

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics