22:41 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-08 14:21:51, 2907 ნახვა

სამართალი
შსს-მ რუსთავში ყაჩაღობის ბრალდებით 1 პირი დააკავა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.ა., ყაჩაღობის ბრალდებით, რუსთავში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ.ა. რუსთავში, ერთ-ერთ სადღეღამისო მაღაზიაში დანით შეიარაღებული შეიჭრა და გამყიდველს ფულს სძალავდა.

„სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, თავდამსხმელმა განზრახვა ვერ განახორციელა. პოლიციამ გ.ა. შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას დააკავა, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა კი ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ხუთიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics