22:29 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-07 18:34:25, 2348 ნახვა

მსოფლიო
მოგერინი იერუსალიმის საკითხზე: ევროკავშირი მოელის, რომ ნებისმიერი რეაქცია იქნება მშვიდობიანი

ევროკავშირი მოელის, რომ ნებისმიერი რეაქცია ამერიკის გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, რომელიც იერუსალიმს შეეხება, იქნება მშვიდობიანი, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.

ინფორმაციას AFP ავრცელებს.

მოგერინის თქმით, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ არსებულ სიტუაციაში მას აქვს ხმის უფლება, როგორც პალესტინელების უდიდეს დონორსა და ისრაელის საუკეთესო სავაჭრო პარტნიორს.

"ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს იერუსალიმში, რელიგიური სიწმინდეების მიმდებარე ტერიტორიაზე დაძაბულობის ესკალაციაა. ის რაც ხდება იერუსალიმში, მთელი რეგიონისა და მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია. მოვუწოდებთ ორივე მხარეს, პასუხისმგებლიანი და მშვიდობიანი რეაქცია ჰქონდეთ. ესკალაცია, დაძაბულობა და ძალადობა სიტუაციას უფრო გაართულებს", - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

ამასთან, მოგერინი პალესტინური ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ხანიას განცხადებასაც გამოეხმაურა.

"რაც შეეხება "ჰამასის" ლიდერის რეაქციას, მოველით, რომ ყველა დემონსტრაცია და ნებისმიერი რეაქცია იქნება მშვიდობიანი", - დასძინა მოგერინიმ.

ცნობისთვის, "ჰამასმა" პალესტინელებს ახალი ამბოხისკენ (ინტიფადა) მოუწოდა.

 

ვითარება იერუსალიმში - პირდაპირი ეთერი









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics