20:21 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-08 09:46:18, 469 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში მთავრობას დღეს კენჭი უნდა უყარონ

პარლამენტში დღეს, რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც მთავრობის განახლებულ შემადგენლობას კენჭი უნდა უყარონ. 

მთავრობამ, პარლამენტის ნდობა რომ მოიპოვოს სულ მცირე 74 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. 
სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული. 

ცნობისთვის, მთავრობის ახალ შემადგენლობაში სამი ახალი მინისტრია - თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშილი, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი. მინისტრთა კაბინეტის დანარჩენი წევრები უცვლელია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს ისევ გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს, ენეგრეტიკის მინისტრის პოსტს კახი კალაძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობას  დავით სერგეენკო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა  მინისტრის პოსტს სოზარ სუბარი,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე იქნება, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი,  სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, ხოლო საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძე იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics