|
2015-05-07 21:16:30, 678 ნახვა
პოლიტიკა
BBC საქართველოზე: სკოლებში მართლმადიდებლობა ევროპულ გზას საფრთხეს უქმნის
საქართველო: სკოლებში მართლმადიდებლობა ევროპულ გზას საფრთხეს უქმნის, - ამ სათაურით აქვეყნებს BBC რეპორტაჟს საქართველოზე. BBC იკვლევს, ხომ არ ზრდის მართლმადიდებლური ეკლესია რელიგიურ კონსერვატორებს, რომელთა სოფლმხედველობა ვლადიმერ პუტინის რუსეთს ემთხვევა. რეპორტაჟში კორესპონდენტ ნატალია ანთელავას 14 წლის თბილისელი გიორგი ისტორია მოყავს, რომელიც კლასელებმა იმის გამო სცემეს, რომ ათეისტი იყო. BBC-ს ინფორამციით, საქართველოში ახალგაზრდები ყველაზე რელიგიურები და აგრესიულები არიან. ეკლესიის კონსერვატიული კურსი ქვეყნის ლიბერალურ, პროდასავლურ კურსს ეწინააღმდეგება და სკოლები იდეოლოგიური ბრძოლების მინდვრები ხდება. „მართლმადიდებლური ეკლესია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შექმნილი იდეოლოგიური ვაკუუმის შევსებას სცდილობს და რელიგიური რადიკალიზაცია მიხეილ სააკაშვილის პროდასავლური რეფორმების საპასუხოდ დაიწყო. 2012 წელს, სააკაშვილის მთავრობამ არჩევნები წააგო და ხელისუფლებაში კონსერავტიული კოალიცია „ქართული ოცნება“ მოვიდა. ამის შემდეგ კოლექტიური ლოცვები, ქადაგებები და რელიგიური აღზრდა სახელმწიფო სკოლებში სულ უფრო და უფრო ხშირი ხდება. რელიგიური უმცირესობები სკოლებში ზეწოლას განიცდიან, განსაკუთრებით მუსლიმები და იეღოვას მოწმეები, თუმცა განათლების სამინისტრო ამას უარყობს და მხოლოდ „ცალკეულ ინციდენტებს“ აღიარებს. ხატები და მართლმადიდებლური სიმბოლიკა BBC-ს მიერ გამოკვლეულ ყველა სკოლაში შეინიშნება. თერჯოლის 2-ე სკოლის დირექტორმა განაცხადა, რომ ხშირად მოყავს მღდველი „ბავშვებთან სამუშაოდ“, ხოლო მისი ოცნება სამლოცველო ოთახის ორგანიზებაა. დირექტორი ამაყობს იმით, რომ ის ბავშვებთან ერთად იეღოვას მოწმეების წინააღმდეგ აქციებში იყო ჩართული. მამა იოთამი, რომელიც თბილისის გარეუბნის ერთერთ პატარა ეკლესიაში მსახურობს, თვლის, რომ საქართველოს ერთერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ჰომოსექსუალები არიან, თუმცა ბევრად უფრო უხეშ სიტყვას ხმარობს. მისი თქმით, დასავლეთი ჰომოსექსუალობასა და პედოფილიას ავრცელებს. მისივე თქმით, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის რიტორიკა ბევრ რამეში ემთხვევა რუსეთის რიტორიკას. მამა იოთამმა აღნიშნა, რომ ის თავის ქადაგებებში რუსულ რელიგიურ ლიტერატურას ხშირად ციტირებს. რუსეთიდან ჩამოსული სამღვდელოება ყოველწლიურად რელიგიურ ბანაკებს აწყობს, სადაც ანტიდასავლური პროპაგანდა მიმდინარეობს. ყოველკვირეულ ქადაგებებში ასეულობით მღვდელი მრევლს ერთიდაიგივეს უხსნის: საქართველოს დასავლური მისწრაფებები და მართლმადიდებლობა შეუთავსებელია და საქართველოს ახალგაზრდობამ არჩევანი უნდა გააკეთოს“, - აღნიშნულია BBC-ს სტატიაში.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)