|
2017-11-30 14:55:42, 1844 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი: არ უნდა ჩავვარდეთ იმ ცდუნებაში, რომ მთავრობისთვის მოსახერხებელი კანდიდატურა ვეძებოთ
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი სახალხო დამცველის არჩევის საკითხს გამოეხმაურა. „ჩვენ არ უნდა ვეძებოთ, არ უნდა ჩავვარდეთ იმ ცდუნებაში, რომ ვეძებოთ მთავრობისათვის მოსახერხებელი კანდიდატურა. სწორედ, ამაშია ჩვენი გადაწყვეტილების არსი, რომ ავარჩიოთ კანდიდატურა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენენ. ჩემი აზრით, რომლებიც ასევე ხშირ შემთხვევაში უსაფუძვლოდ, მაგრამ დაპირისპირებული არიან მთავრობის პოზიციასთან. მაგრამ თავად სახალხო დამცველის ინსტიტუტი ითვალისწინებს სწორედ ასეთ კანდიდატურას და არა ისეთს, რომელიც მთავრობისთვის მოსახერხებელია“,-აღნიშნა ვოლსკიმ. შეგახსენებთ, სახალხო დამცველის პოსტზე ორი კანდიდატურაა წარდგენილი. „ქართულმა ოცნებამ“ ომბუდსმენის პოსტზე ნინო ლომჯარია წარადგინა, „პატრიოტთა ალიანსმა“ კი, გიორგი ფოფხაძე. ახალ სახალხო დამცველს დეპუტატები დღევანდელ სხდომაზე აირჩევენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)