19:56 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-29 19:08:41, 3185 ნახვა

სამართალი
შსს - ესპანეთში, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული 23 პირიდან, 19 საქართველოს მოქალაქეა

ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ესპანეთის სამეფოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეს აქტიური თანამშრომლობის შედეგად, გამოვლენილი და დაკავებულია ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფი.

ესპანეთის სამეფოს ქალაქებში - მადრიდსა და ბარსელონაში ერთდროულად მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა , რომლის შედეგადაც დაკავებულია 23 პირი, მათ შორის საქართველოს 19 მოქალაქეა.

"დაკავებულებს ბრალად ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა, ბინის ქურდობა და ფულის გათეთრება ედებათ. ესპანელმა სამართალდამცველებმა, სპეცოპერაციის შედეგად, დიდი რაოდენობით ფული და ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს", - ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის, ესპანეთის და კატალონიის ეროვნულმა პოლიციამ დღეს დილით მადრიდსა და კატალონიაში ქართული მაფიის წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყეს. პოლიციელებმა ბარსელონაში რამდენიმე საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. გარდა ამისა, ჩხრეკა მადრიდში მდებარე რამდენიმე სახლშიც ხორციელდება. ჯფუფი, რომლის წინააღმდეგ ოპერაცია ტარდება, ფულის გათეთრებასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან არის კავშირში. დაკავებულებს შორის ე.წ. კანონიერი ქურდის ლაშა შუშანაშვილის ძმის, კახა შუშანაშვილის ცოლია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics