22:30 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-25 17:20:14, 1859 ნახვა

კომენტარი
სერგეენკო: ხანძრის შედეგად დაშავებულთა მკურნალობის ხარჯები ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ბათუმში ხანძრის შედეგად დაშავებულების მკურნალობის ხარჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება.

როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს დაშავებულების მონახულების შემდეგ განუცხადა, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

"დაშავებულების მდგომარეობა საბედნიეროდ მსუბუქია. რაც შეეხება მათი მკურნალობის ხარჯებს ეს არის გადაუდებელი შემთხვევა, რომელსაც 2013 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვა მართავს, ასე რომ ამ მხრივ მათ არანაირი შეფერხება არ შეექმნებათ. თითქმის ყველა შემთხვევაში იყო კვამლით ინტოქსიკაცია. ასეთ შემთხვევაში მკურნალობის თავისი სქემა არსებობს, რომელიც სწორედ იქნა ჩატარებული", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრმა დაშავებულ უცხოელებზეც ისაუბრა და დასძინა, რომ სახელმწიფო დახმარებას მათაც გაუწევს.

"რაც შეეხება უცხოელებს, რა თქმა უნდა დახმარების გარეშე არ დავტოვებთ. მათ დიდ ნაწილს სამოგზაურო დაზღვევა აქვს, ვისაც არ აქვს ვეცდებით რა თქმა უნდა ასეთ შემთხვევაში, რომ დავეხმაროთ", - დასძინა ჯანდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, 22 დაშავებულიდან საავადმყოფოში მკურნალობას მხოლოდ ერთი ადამიანი გადის. დანარჩენი პაციენტები ბინაზე არიან გაწერილები, ხოლო ერთ პაციენტს სამედიცინო დაწესებულებიდან დღის ბოლომდე გაწერენ.

შეგახსენებთ, ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, საქართველოს 10 და ირანის 1 მოქალაქეა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლით მიმდინარეობს (უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევა, რასაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა“).





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics