22:30 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-24 16:22:08, 1742 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: არჩევნებმა დაადასტურა, რომ საზოგადოებამ საკონსტიტუციო რეფორმას მხარი დაუჭირა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა დაადასტურა, რომ საკონსტიტუციო რეფორმას  საზოგადოება  მხარს უჭერს.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებს დღეს უფრო მეტი ლეგიტიმაცია აქვს, ვიდრე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე:

„საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან ირიბად თუ პირდაპირ დაადასტურა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა, ის, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იმ პოლიტიკური დებატების შემდეგ, როდესაც ოპოზიცია ამბობდა, რომ ადგილობრივ არჩევნებში თქვენ დაინახავთ ხალხის რეაქციას, თქვენ დაინახავთ, რომ საზოგადოება არ ეთანხმება საკონსტიტუციო ცვლილებებს, არჩევნებმა დაადასტურა, რომ საზოგადოებამ მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო რეფორმას იმიტომ, რომ საკონსტიტუციო რეფორმა ოპოზიციურმა პარტიებმა ჩამოკიდეს მმართველი გუნდის ტესტად და ამ ტესტზე პასუხი გასცა საზოგადოებამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ამ ცვლილებებს დღეს აქვს უფრო მეტი ლეგიტიმაცია, ვიდრე ეს ჰქონდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე“,-განაცხადა არჩილ  თალაკვაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics