17:17 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-23 11:51:47, 2337 ნახვა

სამართალი
მუსტაფა ემრე ჩაბუქს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა 3 თვით გაუგრძელდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დემირელის კოლეჯის პედაგოგის მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკამყოფილა და ემრე ჩაბუქი საექსტრადიციო პატიმრობაში დატოვა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქს  პატიმრობის ვადა დღეს ეწურებოდა, თუმცა პროკურატურამ  საექსტრადიციო პატიმრობის ვადის 3 თვით გაგრძელება მოითხოვა, რაც მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა გაითვალისწინა.

პროკურორის თქმით, არსებობს საფრთხე რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი  გამოძიებას მიემალება და ხელს შეუშლის ექსტრადირების პროცედურებს. აღნიშნულს არ დაეთანხმა თავად ბრალდებული და დაცვის მხარე. ადვოკატებმა 10 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ის მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას და ასევე ლტოვილთა სამინისტროს წინააღმდეგ ჩაბუქის სარჩელთან დაკავშირებით ორი დღის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ემრე ჩაბუქი მისთვის ლტოლვილის სტატუსზე უარის თქმასთან დაკავშირებით, ლტოლვილთა სამინისტროს აქტის  ბათილად ცნობას ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი, თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით, 24 მაისს საქართველოში დააკავეს. მას თურქეთი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში სდებს ბრალს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics