00:08 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-16 11:12:08, 2904 ნახვა

საზოგადოება
„დაიჩოქეთ ქრისტეს წინაშე“ - ბერი მაქარაშვილი პოლიციას ფიზიკურად დაუპირისპირდა

გუშინ ღამით, გამრეკელის ქუჩაზე ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილის მრევლი სამართალდამცველებს ფიზიკურად დაუპირისპირდა. თავად მაქარაშვილმაც პოლიციელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მას ხელი დაარტყა.

ფიზიკურ დაპირისპირებამდე ბერმა სამართალდამცველთა კორდონის გარღვევა მანქანითაც სცადა. 

რამდენიმე ასეული პოლიციელისგან შემდგარი კორდონები გამრეკელის ქუჩაზე მთელი საღამოს განმლოაბში იმ სახლთან იყო მობილიზებული, სადაც სასულიერო პირი ბოლო თვეების განმლობაში ცხოვრობდა. უთანმხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბინის მეპატრონემ ნიკოლოზ მაქარაშვილს სახლის დაცლა მოსთხოვა. 

ვითარება ადგილზე მას შემდეგ განიმუხტა, რაც ბერმა ნიკოლოზმა მხარდამჭერებთან ერთად ტერიტორია დატოვა.

"წმინდა მოძღვარი იდევნება, 35 წელიწადი იდევნებოდა მამა გაბრიელი და ეხლა დევნიან მის ერთადერთ შვილს და მემკვიდრეს, წმინდა ბერ ნიკოლოზს. საპატრიარქოს დავალებით არ უშვებენ მის საცხოვრებელ სახლში,"-აცხადებს ბერის ერთ-ერთი მხარდამჭერი.

ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ნიკოლოზ მაქარაშვილის მრევლი მისი ნაქირავები სახლიდან გამოსახლებას აპროტესტებს. 2017 წლის ზაფხულშიც, ისინი ძალის გამოყენებით შეეცადნენ სახლში შეღწევას. მაქარაშვილის მომხრეების ნაწილი შენობის სახურავზეც ავიდა და თვითმკვლელობით იმუქრებოდა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics