22:50 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-14 12:09:01, 1950 ნახვა

საზოგადოება
ალექსანდრე ჯეჯელავა სწავლის გაგრძელებას აპირებს

საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სასწავლო საქმიანობის გაგრძელებას აპირებს. შესაბამისი განცხადება ყოფილმა ვიცე-პრემიერმა განათლების სამინისტროში ჟურნალისტებთან გააკეთა, მას შემდეგ, რაც ახალ მინისტრს რამდენიმე რჩევა მისცა. 

ჯეჯელავას თქმით, ის ასევე სწავლის გაგრძელებას აპირებს. 

“მე ვაპირებ, რომ სასწავლო საქმიანობა გავაგრძელო. როგორც მოგეხსენებათ, ვასწავლიდი რამდენიმე უნივერსიტეტში, ვატარებდი ტრენინგებს. ვმუშაობდი არასამთავრობო და კერძო სექტორში, შესაბამისად ამის გაგრძელებას ვაპირებ. მე უკვე მომზადებული ვიყავი 2017 წელს სადოქტოროს გასაგრძელებლად აშშ-ში, თუმცა ამ გეგმამ ახლა ცოტა ხნით გადაიწია. ვაპირებ აუცილებლად ჩავაბარო და წავიდე აშშ-ში სადოქტოროს გასაკეთებლად“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ჯეჯელავა განათლები მინისტრის პოსტზე თბილისის სახელმწიფი უნივერსიტეტის პრორექტორმა მიხეილ ჩხენკელმა შეცვალა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics