|
2017-11-13 16:21:55, 1884 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: ხალხმა მხარი დაუჭირა სიცოცხლით სავსე ქალაქს, რომელიც უბრალოდ საარჩევნო სლოგანი არ არის
თბილისის მერი კახა კალაძე გამოცხადებული ნდობისთვის საზოგადოებას მადლობას კიდევ ერთხელ უხდის. ამის შესახებ მან მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „პირველ რიგში, კიდევ ერთხელ, მადლობა მინდა გადავუხადო საზოგადოებას გამოცხადებული ნდობისთვის. იყო ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის მერი - ეს ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომელიც ძალიან კარგად მაქვს გააზრებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, სიცოცხლით სავსე ქალაქი უბრალოდ საარჩევნო სლოგანი არ არის, ეს მისი და მისი გუნდის მიზანია. „ხალხმა მხარი დაუჭირა სიცოცხლით სავსე ქალაქს და მინდა ყველამ იცოდეს, რომ ეს არ არის უბრალოდ საარჩევნო სლოგანი. არამედ, ეს არის ჩემი და მთლიანად ჩემი გუნდის მიზანი - მიზანი, რომ შესაძლებლობებით, ზრუნვით, სილამაზითა და სიცოცხლით იყოს სავსე ჩვენი ქალაქის ყველა უბანი, ყველა ქუჩა და თითოეული ოჯახისთვის კომფორტული და სასურველი იყოს ამ ქალაქში ცხოვრება“, - აღნიშნა თბილისის მერმა. კახა კალაძის განცხადებით, მასშტაბური პროგრამის აღსრულებას, საზოგადოების მხარდაჭერასთან ერთად, ენერგიული და ძლიერი გუნდი სჭირდება. „მე წარმოვადგინე შვიდ ძირითად პოლიტიკაში ჩაშლილი საარჩევნო პროგრამა - ქალაქის განვითარების ხედვა. სწორედ პროგრამაში წარმოდგენილი ხედვები იქნება ჩვენი ძირითადი სამოქმედო გეგმა. ამ მასშტაბური პროგრამის აღსრულებას, თქვენს მხარდაჭერასთან ერთად, კომპეტენტური და ენერგული ადამიანებით დაკომპლექტებული, ძლიერი გუნდი სჭირდება“, - განაცხადა თბილისის მერმა და საზოგადოებას ვიცე-მერობისა და თბილისის მერის დანარჩენი მოადგილეობის კანდიდატები წარუდგინა. თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე იქნება, ხოლო მოადგილეების თანამდებობას მაია ბითაძე, გიგა ნიკოლეიშვილი და ირაკლი ბენდელიანი დაიკავებენ. რაც შეეხება კახა კალაძის კიდევ ერთ მოადგილეს, მას შემდეგ, რაც ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდება, ილია ელოშვილი თბილისის მერიაში გადაინაცვლებს და მერის მოადგილის პოსტს დაიკავებს.
(NS)
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)