18:22 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-06 09:39:05, 441 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს აკადემიას N 210 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, თბილისის N210 საჯარო სკოლის მოსწავლეები შსს-ს აკადემიას ეწვივნენ.

სკოლის მოსწავლეებს შსს-ს აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ნოდარ სააკაშვილი შეხვდა და ესაუბრა.

უწყების ინფორმაციით, ფაკულტეტის უფროსმა სტუმრებს განუმარტა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 1 მაისიდან დაიწყო საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია, რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობა სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ფორმების და მოქალაქეთა უფლების შესახებ, არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მათი სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობის გზით.

შეხვედრის დროს უფროსკლასელები დაინტერესდნენ, თუ როგორ ხდება შსს-ს აკადემიაში მომავალი პოლიციელების მომზადება და რა პროგრამებით მიმდინარეობს სწავლების პროცესი, რა ცოდნაა საჭირო იმისთვის, რომ გახდე პოლიციელი. აკადემიის წარმომადგენლებმა მათ კითხვებს ამომწურავად უპასუხეს, წარუდგინეს პრეზენტაცია თემაზე „სწავლება აკადემიაში“, რომელიც ითვალისწინებს როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამას. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ აკადემია.

აღსანიშნავია, რომ „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ აქტიურ ფაზაშია შესული და ხორციელდება როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების საჯარო სკოლებში, მათ შორის, არაქართულენოვან სკოლებში. უფროსკლასელთათვის ექსკურსიები ეწყობა შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში, კერძოდ, მომსახურების სააგენტოში, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში, სასაზღვრო პოლიციაში, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრში და შსს-ს აკადემიაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics