|
2017-11-08 11:04:00, 2037 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი: გთავაზობთ, 3 დეკემბერს დავიწყოთ სახალხო იმპიჩმენტის პროცესი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის მზადაა 3 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს „სახალხო იმპიჩმენტი“ დაიწყოს, - ამის შესახებ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა გუშინ უმაღლეს რადასთან გამართულ აქციაზე განაცხადა. ინფორმაციას Ria ავრცელებს. როგორც სააკაშვილმა განმარტა, "სახალხო იმპიჩმენტი" იმ შემთხვევაში ჩატარდება, თუ ხელისუფლება აქციის მონაწილეების მოთხოვნების იგნორირებას განაგრძობს. „თუკი ხელისუფლება განაგრძობს ჩვენი მოთხოვნების იგნორირებას, გთავაზობთ, 3 დეკემბერს დავიწყოთ სახალხო იმპიჩმენტის პროცესი. დაე, ეს ხალხმა გააკეთოს“, - განაცხადა სააკაშვილმა. ყოფილმა პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა 12 ნოემბერს მიხაილოვსკის მოედანზე შეიკრიბონ და მოაწყონ მარში ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნისა და იმპიჩმენტის კანონების მიღების მოთხოვნით. პოლიტიკოსის თქმით, ის მარშში მონაწილეობას მეუღლესთან და შვილთან ერთად აპირებს. ცნობისთვის, უკრაინის კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტის იმპიჩმენტი იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ ქვეყნის ლიდერს სახელმწიფო ღალატს ედავებიან ან მას რამე სხვა დანაშაული აქვს ჩადენილი. პროცედურა ითვალისწინებს, უმაღლეს რადაში დროებითი საგამოძიებო კომიტეტი შექმნას, რომლის დასკვნასაც შემდეგ პარლამენტი განიხილავს. აღნიშნული კომისიის დასკვნის საფუძველზე პარლამენტის 226-მა დეპუტატმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება წაუყენოს თუ არა პრეზიდენტს ბრალდება. ამის შემდეგ 300-მა დეპუტატმა ხმა უნდა მისცეს იმპიჩმენტს, თუმცა მანამდე საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების შესაბამისი დასკვნები უნდა მოიპოვოს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)