|
2017-11-06 10:50:31, 2493 ნახვა
მსოფლიო
ტეხასში თავდასხმის გამო აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშას 4 დღით დაუშვებენ
ამერიკის შეერთებულ შტატებში, თეთრ სახლსა და ყველა სახელმწიფო დაწესებულებაზე, ტეხასში მომხდარი თავდასხმის გამო დროშას დაუშვებენ, - ამის შესახებ ABCNEWS იუწყება. დროშების დაშვების განკარგულება ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა. სახელმწიფო როშები ამერიკის მასშტაბით 4 დღის განმავლობაში იქნება დაშვებული. „უაზრო ძალადობის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად, რომელიც 2017 წლის 5 ნოემბერს მოხდა, ვბრძანებ, თეთრ სახლზე და ყველა სახელმწიფო დაწესებულებებზე, ყველა სამხედრო პოსტებსა და სამხედრო-საზღვაო ბაზებზე, ხომალდებზე და აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშა 2017 წლის 9 ნოემბრის ჩათვლით დაეშვას,“- ნათქვამია ტრამპის განკარგულებაში. დროშებს ასევე საზღვარგარეთ აშშ-ის ყველა საელჩოსა და წარმომადგენლობის ტერიტორიაზე დაუშვებენ. შეგახსენებთ, რომ გუშინ ტეხასში, ბაფტისტურ ეკლესიაში მამაკაცი შევიდა და ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 27 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი, დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)