16:30 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-02 11:09:01, 1911 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-სა და KfW-ს შორის საფინანსო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში, სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW)  საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა კლაუს ფაიგელმა ხელი მოაწერეს  საფინანსო ხელშეკრულებას 910 000 ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფასთან დაკავშირებით, რომელიც გერმანიის მთავრობამ ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამის ფარგლებში დაამტკიცა.  

აღნიშნული გრანტი მოხმარდება 100 მლნ. ევროს ოდენობის ახალი სესხის მოსამზადებელ სამუშაოებს, კერძოდ: ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის მომზადებას, განახლებადი ენერგიის გამოყენების შესაძლებლობების შესწავლას და ტექნიკურ დახმარებას დამატებითი ღონისძიებების განსახორციელებლად, ხოლო სესხით დაფინანსდება ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში. 

პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაში  2019 წელს შევა, ხოლო ძირითადი სამუშაოების დასრულება  2020 წლის ბოლოს იგეგმება.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics