01:03 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-01 17:29:41, 1780 ნახვა

ეკონომიკა
„m2“-მა მთაწმინდის ფერდობის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა

1-ლი ნოემბერი, 2017 წელი - კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ მთაწმინდის ნახანძრალი ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტი m2-ის დაკვეთით საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის სპეციალისტებმა მოამზადეს. დოკუმენტში დეტალურადაა აღწერილი როგორც ნახანძრალი 2 ჰექტარზე მეტი ტერიტორიის გატყევება-აღდგენის, ასევე მისი შემდგომი მოვლის ეტაპები და პროცედურები. 

საქართვველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიერ მომზადებულმა დოკუმენტმა საბოლოო სახე რამდენიმე დღის წინ მიიღო, როდესაც m2-მა გარემოს დამცველ ორგანიზაციებთან და დარგის ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში სპეციალისტებმა თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს. მათი წინადადებების უმეტესობა სატენდერო დოკუმენტში იქნა გათვალისწინებული.

ტენდერი მთაწმინდის ნახანძრალი ფერდობის გატყევება-აღდგენის სამუშაოებთან დაკავშირებით 1-ელ ნოემბერს გამოცხადდა და დაინტერესებულ ორგანიზაციებს თავიანთი წინადადებების წარმოდგენა 15 ნოემბრამდე შეეძლებათ.

კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ მთაწმინდის ფერდობის რეაბილიტაციაზე მუშაობა 9 აგვისტოს დაიწყო. m2-ის მიზანი აღნიშნულ ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვანი და თვითგანახლებადი გარემოს შექმნაა.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics